სემეკი 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

სემეკი ხვალ 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, პრეზენტაცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება და მასზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში მოქმედი სუბიექტები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები არიან მიწვეულები.

სტუმრებს კომისიის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშს კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა წარუდგენს. ის ასევე, ისაუბრებს 2015 წლის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.