150 ათასზე მეტი მომხმარებელი საქართველოს ბანკის sCoolApp-ში - როგორ ცვლის აპლიკაცია მოსწავლეების ყოველდღიურობას

საქართველოს ბანკის sCoolApp პირველი საბანკო აპლიკაციაა მოსწავლეებისათვის, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაეშვა. თითქმის ორ წელიწადში აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა. 100 ათასზე მეტი მოსწავლისათვის sCoolApp-ის მოსახერხებელი სერვისების გამოყენება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

აპლიკაცია უსაფრთხო სივრცეა, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ საბაზისო საბანკო სერვისებით, იქნება ეს: sCool Card-ის ანგარიშის შემოწმება, თანხის გადარიცხვა ან მიღება, მობილურის ბალანსის შევსება თუ სხვა. ამასთან, sCoolApp-ი შემეცნებით ფუნქციასაც ითავსებს.

„აპლიკაციის გაშვების დროსაც და დღესაც, მისი არსებობის მთავარი მიზანი უცვლელია: გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული თაობის წარმატებული აპლიკაცია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალ თაობაში ფინანსურ განათლებას და ციფრული არხით მივცეთ წვდომა მათივე საბანკო ეკოსისტემაზე საქართველოს ბანკში“, — გვეუბნება sCoolApp-ის Product Owner, კობა მჭედლიშვილი.

როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა საქართველოს ბანკის sCoolApp?

კობას თქმით, მათ კარგად იცოდნენ, რომ „ყველაზე ციფრულ თაობას“ პირველი საბანკო სივრცე დააინტერესებდა, რადგან მისი არსებობის საჭიროება უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. თუმცა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც, რა თქმა უნდა, აპლიკაციაზე მუდმივად მომუშავე გუნდის დამსახურებაა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი მომხმარებელი ამ ძალისხმევას გრძნობს“, — აღნიშნავს კობა, - „ყველა ინიციატივას, რომლის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, წარმატება უპირობოდ და თავისით მოჰყვება ხოლმე“.

სწორედ იმიტომ, რომ sCoolApp-ის შემქმნელებისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, აპლიკაციას გაშვებიდან დღემდე უამრავი საინტერესო და გამოსადეგი ფუნქციონალი დაემატა. კობა ამბობს, თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს რეგისტრაცია და ძირითადი საბანკო პროდუქტების გამოყენება ციფრულად შესძლებოდა. თუმცა, ეს უსაფრთხო, დაცული ციფრული სივრცეა: აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მასში დასარეგისტრირებლად მშობლის ინფორმაციის მითითება და მისი მობილბანკიდან დადასტურებაა საჭირო.

რას სთავაზობს sCoolApp მოსწავლეებს

„დღეისთვის sCoolApp აერთიანებს ეკოსისტემას, რომელშიც შედის ლოიალურობის პროგრამა, lifestyle შეთავაზებები, OpenAI-სთან პარტნიორობით შექმნილი ChatGPT-ის მესენჯერი, ციფრული ყულაბა და მინისტატიები ფინანსური განათლებაზე“, — გვიყვება კობა, — „ახლახან დავასრულეთ “სხვა სამყაროს” გასართობი თავგადასავლის პირველი სეზონი. მომხმარებლის გამოცდილებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა; საინტერესო, მარტივი და, რაც მთავარია, სახალისო გახდა“.

სახალისო გამოცდილების შექმნაში დიდი წვლილი სწორედ „სხვა სამყარომ“ შეიტანა — მოულოდნელობებით სავსე ვირტუალურმა სამყარომ, რომელმაც აპლიკაციის მომხმარებლები საინტერესო და შემეცნებით თამაშში ჩართო.

რა ადგილი უკავია საქართველოს ბანკის sCoolApp-ს მოსწავლეების ცხოვრებაში

როგორც კობა აღნიშნავს, sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მიცემა და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია.

„ეს განაპირობებს ზრდასრულობაში ჩვენს სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ვიღებთ“, — ამატებს კობა, — „sCoolApp-ის მომხმარებელს ადრეული ასაკიდან უვითარდება დაგროვების კულტურა, ეცნობა ფინანსურ ტერმინოლოგიას, რაც აუცილებლად გაუმარტივებს მომავალში ფინანსურ ნავიგაციას“.

ამასთან, აპლიკაცია ზრუნავს მოსწავლეების დროზეც. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ sCoolApp მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, აპლიკაციის გამოყენება მინიმალურ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები?

„ჩვენი მომხმარებლის უკუკავშირი, როგორ გაცვეთილადაც უნდა ჟღერდეს, ისაა, რაც ყველაზე დიდ მოტივაციას გვაძლევს, გავხდეთ უკეთესები“, - ამბობს კობა. როგორც განმარტავს, უკეთესში იგულისხმება ისიც, რომ მოსწავლეებისთვის აპლიკაციის გამოყენება და ყოველდღიური გამოცდილება კიდევ უფრო მეტად სახალისო გახადონ. სწორედ ამიტომ, მათ წინ ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ.

„სამომავლოდ, sCoolApp ჩვენს მომხმარებლებსა და მათ მშობლებს, როგორც ყოველთვის, გაუმჯობესებულ ეკოსისტემას, თანამედროვე ციფრულ პროდუქტს და ბევრ მოულოდნელ სიახლეს შესთავაზებს“, — ამატებს კობა.

sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

(R)