1.215 მლრდ ლარის წმინდა მოგება ხუთ თვეში - 87.8% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის

2024 წლის იანვარ-მაისში კომერციულმა ბანკებმა 1 215 168 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი - იანვარზე, 225.636 მლნ ლარი -თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი - მარტზე, 223.989 მლნ ლარი - აპრილზე; ხოლო 279.334 მლნ ლარი - მაისზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 87.8% ორმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ გადაინაწილეს. 17 ბანკიდან ხუთი – „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა“, „ჰეშბანკი“ და „პეივბანკი“ – ზარალზე გავიდა.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-მაისი):

  • „საქართველოს ბანკი“ – 619.823 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „თიბისი“ – 447.367 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ლიბერთი ბანკი“ – 43.027 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ბაზისბანკი“ – 31.657 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „კრედო ბანკი“ – 15.212 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 15.330 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ტერა ბანკი“ – 12.596 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ქართუ ბანკი“ – 14.100 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ხალიკ ბანკი“ – 8.341 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „პაშა ბანკი“ – 3.925 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „იშ-ბანკი“ – 7.024 მლნ ლარის წმინდა მოგება;
  • „ზირაათ ბანკი“ – 1.926 მლნ ლარის წმინდა მოგება.

ამასთან, წელს ხუთ თვეში რეგისტრირებული17 კომერციული ბანკიდან - ხუთი ზარალზე გავიდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-მაისში „სილქ-ბანკი“ - 2.755 მილიონიან ზარალზე გავიდა, „პეივბანკი“ 117 ათასი ლარის, „ჰეშბანკი“ - 1.388 მლნ ლარის, „პეისერა“ - 368 ათასი ლარის და „ვითიბი ბანკი საქართველო“ - 139 ლარის ზარალზე გავიდა.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეროვნულ ბანკში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 17 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.

თაია არდოტელი