რატომ არის საქართველო მიმზიდველი ინდოელი სტუდენტებისთვის

უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 2023 წელს 19.6%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შემოსავლის დიდი ნაწილი ინდოელ სტუდენტებზე მოდის. საქართველოს მიმზიდველობას უცხოელი სტუდენტებისთვის აძლიერებს ხელმისაწვდომი სწავლა და საცხოვრებელი ხარჯები, გაუმჯობესებული საჰაერო კავშირი ინდოეთთან და ახლო აღმოსავლეთთან.

„საქართველო მზად არის შეინარჩუნოს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის ზრდა, პოტენციურად მასპინძლობს 48 000 უცხოელ სტუდენტს, რაც 2028 წლისთვის ეკონომიკაში დაახლოებით 500 მლნ დოლარის შემოიტანს“ - წერია კვლევაში.

ეკა დარჩიაშვილი