მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. "ბალდის მცველები" მარტვილის მერიასთან შეიკრიბნენ.

ადგილობრივების გარდა, აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ბალდელებს სოლიდარობას უცხადებენ.

შეკრებილები, ასევე, მუქარის ბრალდებით დაკავებული მათი თანამოაზრის გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციის დასრულების შემდეგ, ბალდაში გადაინაცვლებენ, სადაც კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად კარავი აქვთ გაშლილი.

ბალდაში კანიონზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “კანიონ 350” აწარმოებს. ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებულია.