რომელ ასაკობრივ ჯგუფში არის ყველზე მაღალი ხელფასი

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაზე მაღალი ხელფასი წინასაპენსიო ასაკის ადამიანებს ჰქონდათ“ - რომელ ასაკობრივ ჯგუფში არის ყველზე მაღალი ხელფასი დღეს და რა არის ამისი მიზეზები, ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაზე მაღალი ხელფასი წინასაპენსიო ასაკის ადამიანებს ჰქონდათ 45-55 წლის მოსახლეობას. ახლა ეს მაჩვენებელი ძალიან გაახალგაზრდავდა და 20-დან 40 წლამდე პერიოდს მოიცავს. ეს უკავშირდება ტექნიკურ პროგრესს, კომუნიკაციებს, საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობას და ა.შ“ - განაცხადა არჩვაძემ.

სტატისტიკოსმა ამ პროცესის ე.წ. „აუტსაიდერებზეც“ გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ასეთია განათლების სფერო.

„გვყავს „აუტსაიდერები“, ეს არის, სამწუხაროდ, განათლების სფერო. პარალელი რომ გავავლოთ, მაგალითად სამშენებლო სფეროსთან, სადაც ხელფასი ერთ-ერთი მაღალია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იქ დასაქმებულთა 96% მამაკაცები არიან, განათლების სფეროში კი პირიქით - 84% ქალია.

რეალობა ასეთია, მასწავლებელს 2,3-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე მშენებლობაზე დასაქმებულს“ - აცხადებს სტატისტიკოსი.

ეკა დარჩიაშვილი