უცხოელი სტუდენტების 76% კერძო სასწავლებელში სწავლობს - როგორ გაიზარდა შემოსავლები

Galt&Tagart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, 2023-2024 წლებში უცხოელი სტუდენტების 76.2% კერძო სასწავლებლებში სწავლობდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს კერძო სასწავლებლებში 23.4 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, სახელმწიფო დაწესებულებებში კი 7.3 ათასი.

„ჩვენი მოლოდინებით, 2025 წლიდან 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან სამაგისტრო პროგრამებზე დაგეგმილი გადასვლა, უფრო მეტად გაზრდის უცხოელი სტუდენტების რაოდენობას“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორები წერენ, რომ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვები კერძო სასწავლებლების შემოსავლებს ზრდის. კერძოდ, უცხოელი სტუდენტების ზრდის პარალელურად, გაიზარდა კერძო სასწავლებლების შემოსავლები ერთ სტუდენტზე და საშუალოდ 6 799 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს, კვლევაში თანახმად, კერძო სასწავლებლების შემთხვევაში 2023 წელს ჯამურად 493.9 მლნ ლარს აღწევდა, რაც წინა წელთან შედარებით, 29.7%-იან ზრდას აჩვენებს. ცნობისთვის, 2022 წელს კერძო სასწავლებლების შემოსავლები 380.8 მლნ ლარი იყო, ხოლო საშუალოდ ერთ სტუდენტზე შემოსავლები 5 995 ლარს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე