საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ბევრი ინდოელი სტუდენტი სწავლობს - Galt&Tagart

Galt&Tagart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ინდოელი სტუდენტები სასწავლებლად ირჩევენ. კვლევის მიხედვით, 2024 წელს ინდოელი საერთაშორისო სტუდენტების 1.4% სწავლობს საქართველოში.

„საქართველოს ცხოვრების დაბალი ღირებულება და გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლა აძლიერებს ინდოელი სტუდენტებისთვის საქართველოს მიმზიდველობას“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, ამჟამად საქართველოში 16 357 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი მოსალოდნელია, რომ 31 000-მდე გაიზრდება, რაც წლიურად 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები იქნება უმაღლესი განათლების სექტორისთვის.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც ინდოელი სტუდენტები სწავლობენ - ინდოელი საერთაშორისო სტუდენტების ყველაზე დიდი, 30% სწავლობს ამერიკაში, 20% კანადაში, 16% ბრიტანეთში, 11% ავსტრალიაში, 4% გერმანიაში, 2% არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 2% რუსეთში, 2% ყირგიზეთში, 1.4% საქართველოში, 1% ყაზახეთში და 11% სხვა ქვეყნებში.

მერი ტაბატაძე