რომელია უმსხვილესი საფონდო ბირჟები მსოფლიოში

Visualcapitalist- ი 2024 წლის ყველაზე მსხვილი საფონდო ბირჟების სტატისტიკას აქვეყნებს.

სიაში წარმოდგენილია ქვეყნები, რომელთა საფონდო ბაზარი მინიმუმ ერთ ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციას შეადგენს. აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს ე.წ. ბრწყინვალე შვიდეული იკავებს, სადაც გაერთიანებულია ისეთი გლობალური კომპანიები, როგორიცაა: Apple (AAPL); Microsoft (MSFT); Alphabet (GOOG and GOOGL); Amazon (AMZN); NVIDIA (NVDA); Tesla (TSLA) და Meta Platforms (META).

აშშ-ს შემდეგ, სამი უდიდესი საფონდო ბირჟა აზიაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 2024 წლის დასაწყისში 4 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმსხვილეს სააქციო ბაზრდა აქცევს.

Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთის ბირჟებზე ჩამოთვლილი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია სამ წელიწადში 1 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

თავად რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  • აშშ - 52.6 ტრილიონი დოლარი
  • ბრწყინვალე შვიდეული - 13.1 ტრილიონი დოლარი
  • 🇨🇳 ჩინეთი 11.5 - ტრილიონი დოლარი
  • 🇯🇵 იაპონია 6.5 - ტრილიონი დოლარი
  • 🇮🇳 ინდოეთი 4.4 - ტრილიონი დოლარი
  • 🇫🇷 საფრანგეთი 3.2 - ტრილიონი დოლარი
  • 🇬🇧 დიდი ბრიტანეთი - 3.1 ტრილიონი დოლარი
  • 🇸🇦 საუდის არაბეთი - 2.9 ტრილიონი დოლარი
  • 🇨🇦 კანადა 2.6 - ტრილიონი დოლარი
  • 🇩🇪 გერმანია 2.2 - ტრილიონი დოლარი
  • 🇹🇼 ტაივანი 2.0 - ტრილიონი დოლარი
  • 🇨🇭 შვეიცარია 1.9 - ტრილიონი დოლარი
  • 🇰🇷 სამხრეთ კორეა - 1.8 ტრილიონი დოლარი
  • 🇦🇺 ავსტრალია - 1.6T ტრილიონი დოლარი
  • 🇳🇱 ნიდერლანდები - 1.1 ტრილიონი დოლარი

წყარო: visualcapitalist.com

თეონა რამაზაშვილი