ხელფასის მიმღებთა 2.4%-ის ანაზღაურება მაისში 9 600 ლარს აღემატებოდა - PMCG

მიმდინარე წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ამის შესახებ კვლევას PMCG აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით არის გაზრდილი.

„2024 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებულია.

ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 27% შეადგინა, რაც წლიურად 5.6%-ით ზრდაზე მიანიშნებს.

მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 2.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე