რა საჩივრები დაიწერა ბანკების მიმართ - პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა

2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 37%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაიში მათ მიმართ მომხმარებლებლებმა 2 511საჩივარი დაწერეს, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 828.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის მაისში) ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1633 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 275 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 100 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 99 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხი - 64 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1477 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 419 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 241 განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში 2 511 საჩივრიდან ბანკებმა 1 136 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 426 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 946 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 3-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური