„დადებულ პირობას  შევასრულებთ“ – „სოკარი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარმა“ ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საწვავის გაყიდვა 2 ლარად დააანონსა.

მიუხედად საქართველოს ნაკრების მარცხისა, კომპანია ავრცელებს განცხადებას, რომ პირობას მაინც ასრულებს და 1-ელ ივლისს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გაყიდის.

„სოკარის განცადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მადლობა ემოციებისთვის ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ - ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას! ამ შედეგით მაინც საოცრად ვამაყობთ, გულშემატკივარს მაინც გავახარებთ და 1-ელ ივლისს დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად შეიძენთ!

მადლობა ბიჭებო იმ სიხარულისთვის, რაც თქვენი თამაშის ყურებამ მოგვანიჭა მთელ ქვეყანას. მადლობა შეუპოვარი ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის! მადლობა გულშემატკივრებო ერთგული ქომაგობისთვის.

ეს ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია, მომავალ ტურნირზე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები დავბრუნდებით!

წინ დიდი გზა და ამ გზაზე ბევრი გამარჯვება გველოდება!“ - წერია კომპანიის განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი