მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში 1 800 მეტრი, ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 638 242 ლარი შეადგინა.

„პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 638 242 ლარი შეადგინა.

2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მოწესრიგდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.