ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებსა და საბერძნეთის მთავრობას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ლუქსემბურგში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებსა და საბერძნეთის მთავრობას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. "ევრონიუსის" ცნობით, ათენის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ორშაბათისთვის საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა. საბერძნეთს ორ კვირაზე ნაკლები აქვს იმისათვის, რომ საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხებას მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ფულის გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი და შესაძლოა, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა მოჰყვეს.

ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი ათენისგან გარკვეული რეფორმების, კერძოდ, საპენსიო და საბიუჯეტო ცვლილებების გატარებას ითხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება.