თურქეთი გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

თურქეთი გადასახადებისგან თავის არიდებასთან საბრძოლველად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

თურქეთის ფინანსთა მინისტრ მეჰმედ სიმსეკის თქმით, ხელისუფლება აუდიტორულ კომპანიებში ალგორითმებსა და ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო მეტად დანერგავს.

მინისტრი ამბობს, რომ მოწინავე ტექნოლოგია ხელისუფლებას სამართალდარღვევების გამოვლენაში დაეხმარება, რადგან თურქული კომპანიების ნახევარზე მეტი გადასახდებისგან თავის ასარიდებლად “გაზრდილ” ზარალს ან “სიმბოლურ” მოგებას აფიქსირებს.

Bloomberg-ის ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სხვა 37 წევრ ქვეყანას თურქეთი გადასახადების ოდენობით ბევრად ჩამორჩება, რომელსაც ქვეყანა თავისი ეკონომიკური წარმოებიდან პროცენტებში აგროვებს.

ფინანსთა მინისტრი ახალ კანონპროექტს მხარს უჭერს, რომელიც დამატებითი გადასახადების შემოღებას ითვალისწინებს. ეს, მისი თქმით, გასული წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის ფინანსების კარგ დონეზე შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ