Coca-Cola, სტრატეგია „სამყარო ნარჩენების გარეშეს“ ფარგლებში, 2030 წლისთვის აზერბაიჯანში გადამუშავებული პლასტმასის 50%-ს მეორადი შეფუთვისთვის გამოიყენებს.
ამის შესახებ ევრაზიის რეგიონში Coca-Cola-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ელშად ფარზალიევმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.
მისი თქმით, „აზერბაიჯანში დღეს უკვე შესაძლებელია Coca-Cola-ს მიერ წარმოებული შეფუთვის 100%-ით გადამუშავება, ხოლო სხვა ქვეყნებში ეს პროცესი 2025 წლისთვის დასრულდება.”
აზერბაიჯანში 2030 წლისთვის ჩვენი წარმოების იმგვარად აწყობას ვგეგმევთ, რომ გამოყენებული პლასტმასის, სულ მცირე, 50% შესაძლოა, ხელახლა გამოვიყენოთ,“ - აცხადებს ფარზალიევი.
მისი თქმით, კომპანიამ გლობალურ დონეზე მცენარეული პარაქსილენის ბოთლის (bPX) პროტოტიპი რამდენიმე წლის წინ შექმნა, რაც Virent-ის ტექნოლოგიის გამოყენებით იქნა მიღწეული.
ფაზალიევმა აღნიშნა, რომ Coca-Cola აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო გადამხდელია და ცირკულარული ეკონომიკის პროცესის დანერგვით ქვეყანაში ნარჩენების შემცირებაში წვლილი შეაქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანს ჯერ არ აქვს ცალკე ინფრასტრუქტურა, რომელსაც პლასტმასის გადამუშავება და სხვა წარმოებაში მისი მეორადი გამოყენება შეუძლია. ამ საკითხს პლასტმასთან მომუშავე თითოეული კომპანია ჯერჯერობით დამოუკიდებლად წყვეტს.
ცნობისთვის: Coca-Cola ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და რამდენიმე გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს. მათ შრის არის 2030 წლისთვის სითბური გაზების გამონაბლქვის 25%-ით შემცირება, ხოლო 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევა.
აზერბაიჯანში Coca-Cola 1994 წლიდან ოპერირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ