მხოლოდ ერთ თვეში, მაისში, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 131 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში კი - 752.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მაისში შესული საჩივრიდან 118 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 12 - სალომბარდე სესხებს, 1 საკრედიტო ბარათს.
რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 117 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 11 - საპროცენტო შენატანებზე, 1 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 1 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 131-ვეს განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.