კომპანია RMG სტიქიით დაზარალებულებს მილიონი ლარით დაეხმარება

კომპანია RMG სტიქიით დაზარალებულებს მილიონი ლარით დაეხმარება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს თანხა დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე დაირიცხება.

"პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ვუთანაგრძნობთ ყველა დაზარალებულს, თანაგრძნობას და პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კომპანია Rich Metals Group-ი გამოყოფს ფულად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება", - ნათქვამია კომპანია RMG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.