ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

„პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები.

საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.