რა გაკეთდა აჭარის ტურისტული პოპულარიზაციისთვის

2020-2023 წლებში მთიანი აჭარის ტურისტული პოპულარიზაციისთვის ჩატარდა ორი პრეს-ტური, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

ამავე პერიოდში აჭარის რეგიონში ღვინის მასპინძელი 3 ობიექტი ჩართეს პროექტ „ღვინის გზაში“ და მათ საგზაო მანიშნებლები დაუმონტაჟეს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ეს ობიექტებია:

  • 2020 წელი - ქედის მუნიციპალიტეტი: „შატო ივერი“.
  • 2022 წელი - შუახევის მუნიციპალიტეტი: „კეჟერაძეების მარანი“.
  • 2023 წელი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ცერცვაძეების მარანი“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მთლიანი აჭარის ტურისტული პოპულარიზაციისთვის „2020 წელს მოინიშნა გურიისა და მთიანი აჭარის 3 საფეხმავლო ბილიკი“.

„ბიზნესპრესნიუსმა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რა დაჯდა აღნიშნული პროექტები, თუმცა უწყებამ მხოლოდ ჩატარებული ღონისძიებების ჩამონათვალი მოგვაწოდა. პროექტებზე დახარჯული თანხის მოწოდების შემთხვევაში, ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

მერი ტაბატაძე