საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მათთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი გაიმართება.

ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის- გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს.

მეორე ნაწილში კი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ისაუბრებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. ინსტრუმენტები, რომლებსაც გიორგი კინწურაშვილი მიმოიხილავს, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის პერიოდში მეტ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი პროდუქცია, გაზარდოს გაყიდვები და შექმნას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება.

რაც მთავარია, დაინტერესებული ბიზნესები ღონისძიების განმავლობაში მიიღებენ დეტალურად ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნან შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით, რომელიც ბიზნესს საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან აკავშირებს, მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები უნდა ესტუმრონ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

(R)