როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილები ყველაზე ნელა, ხოლო ჰიბრიდები ყველაზე სწრაფად იყიდება. ამის შესახებ iSeeCars-ის ბოლო კვლევაში წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში ახალი ელექტრომობილების გაყიდვების ტემპი დაცემას განაგრძობს, რისი მიზეზიც მზარდი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაციის გამო მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებაა. თუმცა ელექტრომობილებთან შედარებით, ჰიბრიდები გაყიდვებში, დაახლოებით, 20-დღიან უპირატესობას ინარჩუნებენ.
კერძოდ, iSeeCars-ის ბოლო კვლევის თანახმად, ზოგადად, ახალი ავტომობილები, საშუალოდ, 54 დღეში, ახალი ელექტრომობილები 70,6 დღეში, ხოლო ახალ ჰიბრიდები 49,5 დღეში იყიდება.
ბაზარზე ექვსთვიან პერიოდში ახალი ავტომობილის გაყიდვის დღეების საშუალო მაჩვენებელი ასეთია:
ელექტრომობილები (Tesla-ს გამოკლებით):
ჰიბრიდები:
რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, ახალი მანქანებისგან განსხვავებით, მათი გაყიდვების ტემპი იზრდება და, საშულაოდ, 34,2 დღეში იყიდება, რაც, იანვართან შედარებით, მარტში, თითქმის, ორჯერ უფრო სწრაფი ტემპია. ამას საგადასახადო დეკლარაციებიც მოწმობს, რადგან, iSeeCars-ი შეფასებით, მეორადი მანქანების ყიდვის სეზონი აქტიურად დგება.
ახალი ელექტრომობილების მსგავსად, მეორადი ელექტრომობილები საშუალოზე ნელა, თუმცა მათგან განსხვავებით, ოდნავ ნელა, ანუ მხოლოდ 36.4 დღეში იყიდება, ხოლო მეორადი ჰიბრიდები მეორადი ელექტომობილების გაყიდვის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვნებელს კვლავ უსწრებენ. ისინი 30,4 დღეში იყიდება.
ბაზარზე ექვსთვიან პერიოდში მეორადი ავტომობილის გაყიდვის დღეების საშუალო მაჩვენებელი ასეთია:
ელექტრომობილები (Tesla-ს გამოკლებით):
ჰიბრიდები:
კვლევამ, ასევე, დაადგინა, რომ ავტომწარმოებლებს ყველაზე სწრაფად და ნელა გაყიდვადი ახალი და მეორადი მანქანები ჰყავთ.
კერძოდ, Toyota Highlander Hybrid ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ახალი ავტომობილია ბაზარზე, რომელიც 14,2 დღის განმავლობაში იყიდება. მას Mercedes-Benz G-Class და Land Rover Range Rover მოჰყვება.
Lexus RX 350h ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მეორადი ავტომობილია ბაზარზე, რომელიც 12.3 დღის განმავლობაში იყიდება. მას Lexus NX 350h და Lexus NX 250 მოჰყვება.
20 ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ახალი ავტომობილიდან ექვსი ჰიბრიდია. ამ სიაში მხოლოდ ერთი ელექტრომობილი მოხვდა.
20 ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მეორადი მანქანიდან რვა ჰიბრიდია, ხოლო ელექტრომობილები სიაში ვერ მოხვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ