ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.