ციფრული დაკონტრაქტების პლატფორმა - Signify მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს

ციფრული დაკონტრაქტების პლატფორმა - Signify მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს: ახლახანს პლატფორმაზე მე-2 000 000-ე ციფრული დოკუმენტი გაიგზავნა.

Signify ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის პირველი ქართული პლატფორმაა. იგი 2021 წელს დაარსდა და პლატფორმას დღეს 500-ზე მეტი კომპანია იყენებს, განურჩევლად ზომისა და ინდუსტრიისა. კლიენტი კომპანიების მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს Signify-ზე ჯამში 500 000-ზე მეტი უნიკალური ხელმომწერი ყავს.

“ჩვენი მისიაა საქართველოში დოკუმენტების ციფრულად გაფორმება იყოს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც დღეს საქმიანი შეხვედრებისთვის ვიყენებთ zoom-ს ან google meets.

საწყის ეტაპზე ტრადიციული და კარგად დამკვიდრებული პრაქტიკების შეცვლა დიდ გამოწვევად გვესახებოდა. თუმცა დღევანდელი მიღწევა, 2 000 000-ი დოკუმენტი, ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ციფრულმა დაკონტრაქტებამ ფეხი მოიკიდა და ამიერიდან კიდევ უფრო ასწრაფდება ეს ტემპი.” - ზვიად წოწკოლაური, Signify-ს თანადამფუძნებელი.

მე-2 000 000-ე დოკუმენტი Signify-ზე შაკო ჩანტლაძემ, კომპანია სითიქომის თანამშრომელმა გააგზავნა. Signify-მ შაკოსთან და კომპანია სითიქომთან ერთად აღნიშნა ეს მნიშნველოვანი მიღწევა და გარემოზე ზიანის შემცირებისთვის მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

photo-1719987658.png

“კომპანიაში ხშირად ვითვლით ხოლმე გაგზავნილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, რამდენი ფურცელი დავზოგეთ. შემდეგ ვთარგმნით ფურცლების რაოდენობას გადარჩენილი ხეების ციფრებსა თუ სხვადასხვა მაჩვენებლებში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიამ დაზოგა 16,933,368 ფურცელი, ანუ 1,693 ხე, ანუ 1.6 ჰა ზომის პატარა ტყე. რომ დავუფიქრდეთ, ამ კეთილ საქმეში შეტანილი წვლილი პატარა სულაც არაა” - ნინო უნგიაძე, Signify-ს მარკეტინგის ლიდი.

Signify-ი ახლო მომავალში გლობალურ ბაზარზე გეგმავს გასვლას და ისეთი ბაზრების ათვისებას, სადაც დაკონტრაქტების ციფრული ფორმები სიახლე იქნება. ამრიგად, საქართველოში წარმატების მიღწევა და ამ გზაზე მიღებული გამოცდილება კომპანიას მნიშნველოვნად გაუმაგრებს ზურგს.

(R)