ივნისში წინა თვესთან შედარებით დეფლაცია დაფიქსირდა - როგორი იყო ინფლაციის წლიური მაჩვენებელი

2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, მოცემულპ ერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე(15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-3.0 პროცენტი), თევზეული (-1.9 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე(7.7 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3 პროცენტი).