ყველაზე მეტად ხილის ფასი გაიზარდა - ტოპ-10 გაძვირებული პროდუქტი

ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ყველზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

  • მწვანილი - 58%
  • ჭარხალი - 51%
  • საზამთრო - 48%
  • ვაშლი - 45%
  • ნიორი - 38%
  • კივი - 37%
  • მსხალი - 33%
  • ატამი - 32%
  • წიწაკა - 31%
  • ბენზინი - 25%

ნინი ქეთელაური