რა სახის საჩივრები იწერება მიკროსაფინანსოების მიმართ

წელს იანვარ-მაისში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 347 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად აპრილში - 63.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული საჩივრებიდან 47 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 მომენტალურ განვადებაზე, 4 - ავტოსესხზე, 2 სამომხმარებლო სესხებზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრებიდან 22 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 21 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 სხვა გადასახდელებზე, 5 ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 3 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე,

1 - ტრანზაქციებზე.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული 63 საჩივრიდან - 25 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 15 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 23 შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური