ფინეთის ხელისფლება Yandex-ტაქსის აკრძალვაზე მუშაობს

ფინეთის ხელისუფლებამ უახლოეს თვეებში ქვეყანაში შესაძლოა,Yandex-ის ტაქსის სერვისი, Yango აკრძალოს. ინფომარაციას ადგილობრვი ეკონომიკური გამოცემა, Talouselämä ავრცელებს.

2022 წლის ბოლოს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ტაქსის რუსულ აგრეგატორებს ავალდებულებს, მგზავრების მონაცემები უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს, ანუ “ეფესბეს” გადასცენ. დოკუმენტი ძალაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შესულიყო.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ს მოსთხოვა, კლიენტების შესახებ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და რუსეთისთვის გადაცემა შეეწყვიტა. ასევე, დღის წესრიგში ფინეთის ტერიტორიაზე ამ სერვისის მუშაობის აკრძალვის საკითხი დადგა. მგზავრების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და რუსეთისთვის გადაცემის შეწყვიტა მაშინ ნორვეგიის ხელისუფლებამაც მოითხოვა, ხოლო სხვა ქვეყნებმა, სადაც Yandex-ტაქსები მუშაობდნენ, სერვისის შემოწმება დაიწყეს.

ამის საპასუხოდ Yandex-ტაქსის პრესსამსახური ირწმუნებოდა, რომ “ეფესბეს” რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი, ანუ საზღვარგარეთული კლიენტების მონაცემებზე წვდომა არ ენებოდა, რის შემდეგაც, 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანაში Yango-ს მუშაობა არ შეეზღუდა.

ამჟამად Yango-ს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ნიდერლანდებში მდებარე კომპანია, Ridetech International B.V. ამუშავებს. საკითხი ნიდერლანდების ხელისუფლებასთან ფინეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რწმუნებულმა, ანუ ტალუსმა განიხილა, რომელიც დეტალებს ჯერ არ ახმიანებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

მთლიანობაში, ფინეთის ხელისუფლება რუსული Yango-ს აკრძალვის საკითხს ხუთჯერ მიუბრუნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ