ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.
რა შეეხება ტოპ-5 გაძვირებულ მომსახურებას, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია: ხინკალი რესტორანში - 12,3%-ით, ყავა კაფეში - 12%-ით, დასწრება კინოსეანსზე - 14%-ით, თვითმფრინავით მგზავრობა - 32% და ა.შ.