მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მარცხის ისტორიების (Fuckup Nights) 32-ე გამოშვება ჩატარდა, რომლის მთავარი მესიჯი, ალდაგის ახალი სლოგანი „ბოლო კეთილია“ გახლდათ.

ღონისძიება ექსკლუზიურად ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მომხმარებლებისთვის გაიმართა და მისი მიზანი ბიზნესების წახალისება და მოტივაციის ამაღლება იყო.

მოწვეულ სტუმრებს საკუთარი მარცხის ისტორიები რეჟისორმა და კინომსახიობმა, თეატრი სახელოსნო 42-ის დამფუძნებელმა - ლევან წულაძემ, ანტრეპრენერმა, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელმა - ნიკოლოზ გოგოჭურმა, კომპანია FEDEX-ის წარმომადგენლობის დირექტორმა - ნინო მენთეშაშვილმა და ანტრეპრენერმა, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითის დამფუძნებელმა და მმართველი პარტნიორმა - თინათინ რუხაძემ გაუზიარეს. ღონისძიებას მოდერატორობას მედია ანტრეპრენერი და სტარტაპ კონსულტანტი დავით ბაღაშვილი უწევდა.

“მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მომხმარებლებს fuckup nights ფორმატში შევხვედროდით. იმედი გვაქვს, რომ წარმატებული ადამიანებისგან გაზიარებული პროფესიული მარცხის ისტორიები მათ მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს შემატებს. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ნებისმიერი მარცხი წარმატების საფუძველია და ჩვენთან ერთად, ბოლო აუცილებლად კეთილია,”- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის განვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი;

Fuckup nights - მარცხის ისტორიების საღამო არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს, რომელზეც წარმატებული ადამიანები, საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

(R)