ფოთის მერიის ცნობით, ფოთში აფროსნობის ტრადიციის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო განსავითარებლად ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე არის დაგეგმილი.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აფროსანთა კლუბი ნავსადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც ფოთელი ახალგაზრდები სრულიად უფასოდ ეუფლებიან სპორტის ამ სახეობას.
სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ, როგორც ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ შეჯიბრებებში, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში. „ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის მიმართ ინტერესის გაზრდასა და სპორტული ტურიზმის რუკაზე ადგილის დამკვიდრებას. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დირექტორთან შეხვედრისას განვიხილეთ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, აფროსნობის ინფრასტრუქტურის გადმოტანა საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან კუნძულის სანაპიროზე",- განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.