"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში ყოველი შენაძენიდან 5 ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

დღეიდან 25 ივნისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში ყოველი შენაძენიდან 5 ლარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

"ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დღეიდან "ელიტ ელექტრონიქსი" სპეციალურ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.  "დღეიდან 25 ივნისის ჩათვლით "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველი შენაძენიდან 5 ლარი 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში გადაირიცხება. აღნიშნული პროექტი გავრცელდება როგორც ნაღდი ანგარიშწორებით შეძენისას, ასევე განვადებით შეძენილ ტექნიკაზე. აღსანიშნავია, რომ აქცია მოქმედებს "ელიტ ელექტრონიქსის" არა მხოლოდ თბილისის მაღაზიებში, არამედ კომპანიის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, "ელიტ ელექტრონიქსი" უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფს.