გერმანული კომპანია Lufthansa-მ ბილეთების ფასი გააძვირა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას Lufthansa Group თავად ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, დამატებითი გადასახადის დაწესება უკავშირდება კლიმატის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამო გაზრდილ ხარჯებს.
„ყოველწლიურად ვახორციელებთ მილიარდების ინვესტიციას ტექნოლოგიებში და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი ფრენების განხორციელებას ეტაპობრივად“, - განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიის განცხადებით, ბილეთზე ფასები 1-დან 72 ევრომდე გაიზრდება, აღნიშნული დამოკიდებულია ფრენის მარშრუტზე და გარემოსდაცვით ტარიფებზე.
გაზრდილი ფასები შეეხება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნებიდან, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან განხორციელებულ ფრენებზე.