როგორია მერძევეობის ხელშეწყობის პროგრამის თანადაფინანსების პირობები

სოფლის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, პროგრამაში ჩართულობა განისაზღვრება ლიმიტების და შესაბამისი რეგიონების მიხედვით. კერძოდ:

  • ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით არაუმეტეს 75 000 ლარი, მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
  • რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის ასაკი არის მამაკაცის შემთხვევაში 18 დან 35 წლის ჩათვლით და მდედრობითი სქესის შემთხვევაში 18-დან 40 წლის ჩათვლით, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 3 000 000 ლარს. ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 2 500 000 ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 240 000 ლარი, აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • მცირე ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 400,000 ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • რძის შემგროვებელი პუნქტი, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 320,000 ლარი. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე, მოცემული მიმართულებით განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 84,000 ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით განაცხადების ჯამური ლიმიტი მდედრობითი სქესის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 560,000 ლარს, ხოლო მამრობითი სქესის შემთხვევაში არაუმეტეს 32,000 ლარს. მოცემული ლიმიტები ვრცელდება შემდეგ 3 რეგიონზე: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • აჭარის ა/რ, გურია, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი რძის პირველადი წარმოების (ფერმის მოწყობა) მიმართულებით მაქსიმალური ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 3,000,000 ლარს.

სააგენტოს განმარტებით, შესული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ.ამასთან, განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.

სოფლის განვითრების სააგენტო აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
  • განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსურველებს განაცხადების გაგზავნა კი, 16 ივლისის 12 საათიდან შეეძლებათ.

ნინი ქეთელაური