მკითხველის გეგმები PLUS პარასკევს — რომელი წიგნების შეძენას აპირებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე

5 ივლისი ახლოვდება და ტრადიციულად, PLUS-ის მომხმარებლებს წინ დიდი სიურპრიზები ელოდებათ იმიტომ, რომ PLUS დაბადების დღეა! ამ დღეს PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში სასურველ ნივთს ნახევარ ფასად შეიძენთ.

თუ წლის განმავლობაში დაგროვებული PLUS ქულებით წიგნების შეძენა გსურთ, PLUS პარასკევს სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები თქვენც გელოდებათ. ამ ჩამონათვალში თქვენთვის საინტერესო ობიექტები შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომლებშიც 5 ივლისს PLUS ქულებით წიგნებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ სია, წარმოგიდგენთ ალექსანდრე ლორთქიფანიძის რჩეულ ავტორებს:

“გულწრფელად გითხრათ? ბიბლიოფილურად გაუმაძღარი რომ იქნები ადამიანი, თორემ ახლახან არ იყო წიგნის ფესტივალი? იქაც ხომ გამოვზიდე, რაც შემეძლო და მაინც არ მეყო.. ამიტომ სიამოვნებით შევიძენდი კიდევ რამდენიმე წიგნს:

რობერტ მუზილი

აი, რობერტ მუზილის “უთვისებო კაცის” ორტომეულის ყიდვა მინდა რა ხანია და ვეპარები და ვეპარები. თან ეგ ისეთი შენაძენია, ფასდაკლებისას, რაიმე აქციაში ან დაგროვილი ქულებით რომ უნდა იყიდო, თორემ კაი სქელტანიანი და მრავალტონიანი ამბავია. ზაფხული საუკეთესო დროა მუზილის დასაღეჭად.

აბდულრაზაკ გურნა

კიდევ 2021 წლის ნობელიანტი მწერლის გაცნობას ვცდილობ. ცოტა ხნის წინ ამ უცნაური კაცის, რომლის სახელი და გვარიც დიდად არავინ ვიცოდით ნობელის პრემიამდე და ბევრმა მერეც ძლივს დავიმახსოვრეთ, ანუ აბდულრაზაკ გურნას ერთი რომანი შევიძინე — “ზღვასთან”, მაგრამ იქ კიდევ იყო ორი — “გაუდაბურება” და “სამოთხე”, რომელთა ყიდვის სურვილი წყურვილად გადამექცა, ამიტომ არაა ხელიდან გასაშვები.

კორმაკ მაკარტი

ნობელი ვახსენე და კიდევ იმ კაცის სრული ბიბლიოგრაფიის წაკითხვა და შესაბამისად, წიგნების ყიდვა მაქვს გადაწყვეტილი, მრავალი წელი რომ იმსახურებდა ამ პრემიას და არ აძლევდნენ, ანუ კორმაკ მაკარტისთან მაქვს საქმე. “გზა” და “მოხუცების ადგილი აქ არ არის”, ორივეს ცნობილი და კარგი ეკრანიზაცია აქვს, მაგრამ წიგნად სულ სხვაა. კორმაკ, მოვდივარ.

იაპონური მოთხრობები

და ჰო, არ დამავიწყდეს, იაპონური მოთხრობები მინდა. ეგ კიდევ სულ სხვა ამბავია. მუზილის დახვეწილობის, გურნას ნატურალიზმის და მაკარტის სიმძაფრის მერე იაპონური მოთხრობების კითხვა საუკეთესო საშუალებაა იმ სამყაროში ამოყო თავი, რომელიც არავის არ ჰგავს და იკითხო ის ტექსტები, რომლებიც სრულიად სხვანაირად გაცნობს არა მხოლოდ პერსონაჟებს, არამედ საკუთარ თავსაც.

ისე, თუ წიგნების შეძენა გადაგიწყვეტიათ, გამომცემლობებს სხვადასხვა სერიები აქვთ და სერიის წიგნების გაყოლა კარგი შესაძლებლობაა ტექსტები სწორად აარჩიოთ. თანაც, როგორც წესი, ავტორი თუ კარგ სერიაში ხვდება, თავადაც არ იქნება ურიგო ვინმე. ჰოდა, გაიცანით, გაეცანით და გაუცინეთ — ყველა დიდი მეგობრობა ასე იწყება. მადლობა მერე იყოს“, — აღნიშნავს ალექსანდრე ლორთქიფანიძე

PLUS-ის მომხმარებლები სხვადასხვა შეღავათებით, ქეშბექითა და ფასდაკლებებით მუდმივად სარგებლობენ. ასე რომ, PLUS ქულების დაგროვება და სასურველ პროდუქტში გადაცვლა კი, არა მხოლოდ PLUS პარასკევს, არამედ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. ხოლო 5 ივლისს რომ მომზადებული შეხვდეთ, ყველა კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში იპოვით.

(R)