ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე 511 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 353 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები’ ავრცელებს.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Road and Bridge Corporation ახორციელებს.
ცნობისათვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან გზაზე პირველი, 4 კმ-იანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია. გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება.
აღნიშნული გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი გზის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.