„Webster University Georgia გვაძლევს მსოფლიო მოქალაქეობას, მსოფლიო პატივისცემას და საერთაშორისო გამოცდილებას“ - უნივერსიტეტს მაგისტრანტების პირველი ნაკადი ასრულებს

Webster University Georgia-ში სწავლას წელს მაგისტრანტების პირველი ნაკადი ასრულებს. ეს გახლავთ ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსი საქართველოში, რომელმაც სტუდენტები ოფიციალურად 2 წლის წინ მიიღო და მათ ამერიკულ განათლებასთან ერთად, ამერიკული დიპლომიც შესთავაზა. მაგისტრანტებმა, რომლებიც სწავლას ამთავრებენ, უკვე მიიღეს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული არაერთი ბენეფიტით და როგორც თავად აღნიშნავენ, აქ მიღებული განათლება კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარათ. სწორედ ამიტომ, სხვებსაც ურჩევენ გადაწყვეტილება Webster University Georgia-ზე შეაჩერონ, რათა მათაც შეძლონ უნივერსიტეტის მრავალფეროვანი შეთავაზებებით სარგებლობა.

Webster University Georgia-ს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი, 30 წლის ლიმა მომანდი აშშ-ს მოქალაქეა. ამჟამად ის გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის პროექტების ასისტენტია და აღნიშნავს, რომ დიპლომატიაში სურს კარიერული წინსვლა, რისთვისაც Webster University Georgia-ში სწავლა გადაწყვიტა.

„როდესაც Webster University Georgia-ს შესახებ გავიგე, მალევე მივიღე აქ სწავლის გადაწყვეტილება და მისი პირველი საერთაშორისო სტუდენტიც გავხდი. ჩემი მიზანი იყო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა ინგლისურ ენაზე საქართველოში და ვებსტერმა სწორედ ეს შემომთავაზა. ეს იყო უნიკალური შანსი მიმეღო მაღალი დონის განათლება თბილისში. მეტიც, ეს ამერიკული განათლება იყო. ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის რეიტინგმა და აკრედიტაციამაც. ახლა, როგორც უკვე კურსდამთავრებული, მიღებული გადაწყვეტილებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მე შევიძინე სპეციალიზებული ცოდნა და საჭირო უნარ-ჩვევები, რაც კარიერისთვის მჭირდება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის პიროვნული ზრდა, რაც აქ განვიცადე. ამ ყველაფერმა თავდაჯერებულ პროფესიონალად ჩამომაყალიბა. ყველას ვურჩევ Webster University Georgia-ში სწავლას. აკადემიური პერსონალიც ისეთი ყურადღებიანია. სტუდენტებს მაქსიმალურად ეხმარებიან აკადემიური წინსვლის მიღწევაში. Webster გვაძლევს მსოფლიო მოქალაქეობას, მსოფლიო პატივისცემას და საერთაშორისო გამოცდილებას,“ - აღნიშნავს ლიმა მომანდი.

25 წლის იოანე გაზდელიანი ასევე Webster University Georgia-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტროს პირველი კურსდამთავრებულია. მან 2019 წელს დააფუძნა კომპანია Tessler, რომელიც აწარმოებს და რეალიზაციას უკეთებს ელექტრო მანქანების დამტენებს. ამ მიმართულების გასავითარებლად იოანემ თავის გუნდთან ერთად შექმნა აპლიკაცია. ის რუკაზე აჩვენებს ელექტროდამტენებს, რაც მოსახლეობას ელექტრომობილების გამოყენებას უმარტივებს. Webster University Georgia-ში მიღებულმა განათლებამ კი მის კარიერულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.

„Webster University Georgia-ში ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან მინდოდა თანამედროვე ამერიკული განათლების მიღება, რომელიც ჩემს პირად და პროფესიულ განვითარებას გააუმჯობესებდა. ამ უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები, რაც საშუალებას მაძლევდა უკეთ გამეთავისებინა ჩემი სფეროს სიახლეები და ტენდენციები. ყველაზე მეტად კი მომხიბლა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით წასვლის შესაძლებლობამ. ამ 2 წლის განმავლობაში Webster University Georgia-მ მომცა: მაღალი ხარისხის განათლება და პროფესიული ცოდნა; კომუნიკაციის და კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა პროფესიონალებთან, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში; კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, რაც ძალიან მეხმარება კარიერულ წინსვლაში. უნივერსიტეტის თანამედროვე და მოქნილი სასწავლო პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ საუკეთესო გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მათ კარიერული წარმატების მიღწევაში დაეხმარება,“ - აღნიშნავს კურსდამთავრებული.

უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება. თითოეულ პროგრამაზე მისაღებად 50 ადგილია გამოცხადებული.

(R)