მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.