საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 8.5-ჯერ შემცირდა

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 8.5-ჯერ შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს ხუთ თვეში ქვეყნიდან გავიდა 991.84 ათასი დოლარის წვრილფეხა საქონელი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტმა 8.347 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წელს ცხვარი და თხა მხოლოდ სამ ქვეყანაში გაივიდა, 2023-ში კი ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ქართული ცხვარი გავიდა შემდეგ ქვეყნებში:

  • აზერბაიჯანი - 23.4 ათასი დოლარის ღირებულების
  • საუდის არაბეთი - 396.49 ათასი დოლარის ღირებულების
  • ყატარი - 571.95 ათასი დოლარის ღირებულების

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ცოცხალი ცხვარი და თხა არ გასულა შემდეგ ქვეყნებში - ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანსა და ერაყში. არადა, 2023 წლის ხუთ თვეში ამ ქვეყნებში ჯამში 2.224 მლნ დოლარის წვრილფეხა საქონელი გაიყიდა.