რომელია ყველაზე იაფი პლაჟები ევროპაში - The Daily Express-ის რეიტინგი

გამოცემა The Daily Express-მა სატრანსპორტო პლატფორმა Omio-ს ბოლო კვლევაზე დაყრდნობით დასასვენებლად ევროპის ყველაზე იაფი პლაჟების ტოპ 10-ეული შეადგინა.

კერძოდ, ექსპერტებმა კონტინენტის 75 პლაჟზე ერთმანეთს შეადარეს შეზლონგების დღიური ქირა და ყველაზე პოპულარული სასმელები მისაყოლებლებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა გამოხმაურებები და რეიტინგები Google-ზე, ასევე, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა.

მიმდინარე ზაფხულს დასასვენებლად ევროპის ათი ყველაზე იაფი პლაჟი შემდეგია:

  • Playa de Las Canteras (გრან-კანარია, ესპანეთი): შეზლონგის დღური ქირა - 3 ევრო, ნაყინის პორცია - 2,1 ევრო, კათხა ლუდი – 3,5 ევრო, კოქტეილი "შპრიცი" - 6 ევრო, ბოთლი წყალი - 1 ევრო
  • Kleopatra Beach (ალანია, თურქეთი): 7,6 - 0,8 - 2,1 - 4 - 0,45 ევრო
  • Playa de La Concha (ბასკების ქვეყანა, ესპანეთი): 3 - 2,3 - 3,5 -7 - 0,45 ევრო
  • Playa de las Teresitas (ტენერიფე, ესპანეთი): შეზლონგის ქირა უცნობია – 2 – 4 – 7 - 0,7 ევრო
  • Scoglio di Monterosso (მონტერესო ალ-მარე, იტალია): 10 - 2 – 4 – 6 - 0,5 ევრო
  • Warnemünde Beach (ვარნემიუნდე, გერმანია): 14,3 - 1,5 - 4,5 – 6 - 0,9 ევრო
  • Falesia Beach (ალგარვე, პორტუგალია): 10 - 2,8 – 3 – 4 - 1,3 ევრო
  • Praia Grande de Porto Covo (პორტუკოვო, პორტუგალია): შეზლონგის ქირა უცნობია - 2,5 – 4 – 6 - 1 ევრო
  • Spiaggia di Sansone (ელბა, იტალია): 20 - 2,5 – 5 – 7 - 0,5 ევრო
  • Plaża Jastarnia (ჰელი, პოლონეთი): 13 – 2 - 3,5 - 5,7 - 0,5 ევრო

მოამზადა ლადო სულაბერიძემ