1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.