კომუნიკაციების კომისიის კვლევა: ბათუმში "სილქნეტის" მობილური ქსელი უსწრაფესია

ბათუმში, "სილქნეტის" მომხმარებლები სარგებლობენ გადმოწერის და ატვირთვის მაღალი სიჩქარით და ხარისხიანი ხმოვანი კავშირით. მონიტორინგი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მაისში აწარმოა, მიზნად ისახავდა მობილური ოპერატორების ხარისხის შეფასებას საველე ტესტირების მეშვეობით.

კვლევის მიხედვით, ბათუმში "სილქნეტი" წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ხარისხის ყველა მონაცემით და ლიდერობს როგორც წარმატებული ზარების პროცენტული მაჩვენებლით, ისე მობილური ინტერნეტის სიჩქარით.

წარმატებული ზარები

სილქნეტი 99,5%

მაგთიკომი 99,3%

სელფი 98,7%

მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე

სილქნეტი 28.1 მბიტ/წმ

მაგთიკომი 23.1 მბიტ/წმ

სელფი 14.4 მბიტ/წმ

მობილური ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე

სილქნეტი 22,0 მბიტ/წმ

მაგთიკომი 17,7 მბიტ/წმ

სელფი 10,6 მბიტ/წმ

კომპანია მეორე ათეული წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, მათ შორის რკინიგზის გასწვრივ, სილქნეტის ქსელით აბონენტი ხარისხიან, უწყვეტ და უსწრაფეს ინტერნეტ კავშირს იღებს. ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, სილქნეტი უზრუნველყოფს ქსელის მოდერნიზაციას და ახალი სადგურების მონტაჟს, რაც სერვისის გაუმჯობესებაზე აისახება. ამავე დროს, კომპანია წარმატებით აგრძელებს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.

სილქნეტი ლიდერობს, როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, ისე ანალიტიკური პლატფორმის OOKLA -ს ანგარიშების მიხედვით.

(R)