რა გავლენას იქონიებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყნის ეკონომიკაზე - PMC კვლევითი ცენტრი

გამოკითხული ეკონომისტების 97% "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის ეკონომიკაზე ზეგავლენას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ მეორე კვარტლის პროგნოზებში.

2024 წლის აპრილში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმეორედ ინიციირებამ საქართველოს მთავრობის გეოპოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებებზე მიუთითა. კანონპროექტმა მასობრივი პროტესტი და ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება გამოიწვია. თითქმის ყველა გამოკითხული ეკონომისტი (97%) ფიქრობს, რომ კანონი უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ კანონს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, უცხოურ ინვესტიციებსა და ვალუტის გაუფასურებაზე ექნება.

კითხვაზე - თუ ფიქრობთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, შეაფასეთ მისი გავლენა თითოეულ ასპექტზე1-დან (საერთოდ არ აქვს გავლენა) 5-მდე (ძალიან მაღალი გავლენა), ეკონომისტების პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

screenshot-1-1720164001.jpg

კვლევა 2024 წლის ივნისში ჩატარდა და მასში 60-მდე ეკონომისტი მონაწილეობდა.