რა გაკეთდა ხევსურეთის ტურისტული პოპულარიზაციისთვის

„ბიზნესპრესნიუსი“ გიყვებოდათ ხევსურეთში ზაფხულის სეზონის მიმდინარეობისა და ტურისტული კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. ამასთანავე, ჩვენთან საუბარში შატილში მდებარე სასტუმრო „სულფონის“ დამფუძნებელმა ანნა ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ მთის ტურიზმის ხელშეწყობისთვის სათანადო ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რათა მთის ტურისტული პოტენციალის ათვისება მოხდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღონისძიებები გაატარა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020-2024 წლებში ხევსურეთის პოპულარიზაციისთვის. კითხვებით უწყებას მივმართეთ.

ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ხევსურეთის პოპულარიზაციისთვის ჩატარდა პრეს ტური, საინფორმაციო ტური და მოინიშნა საფეხმავლო ბილიკი. უფრო კონკრეტულად პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

  • 2021 წელს ჩატარდა ერთი საინფორმაციო-ტური და ერთი პრეს-ტური;
  • 2022-2023 წლებში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით განხორციელდა 2 პრეს-ტური;
  • 2023 წელს გუდამაყარი-ხევსურეთის 43.6 კმ სიგრძის ბილიკი მოინიშნა.

იხილეთ ასევე: „უღელტეხილს რომ გადმოვა ადამიანი, ვერ გირეკავს“ - რა გამოწვევები აქვს ტურისტულ სექტორს ხევსურეთში

„გვეგონა, რომ უკეთესი სეზონი გვექნებოდა“ - როგორია ტურისტული სეზონი ხევსურეთში

„საფეხმავლო ტურიზმზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა“ - როგორია ტურისტული სეზონი შატილში

მერი ტაბატაძე