ირაკლი ნადირაძე - ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - როდესაც ისინი ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებენ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„როდესაც იცინი ხედავენ, რომ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი არ შემოტანილი ინვესტიცია ეს არის ქვეყანაში დაკარგული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ის, რომ დღეს ქვეყანა იცლება, ის რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება, სიღარიბე, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“, ამ პოლიტიკის ბრალი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.