ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში ავტომობილები დაჯარიმდებიან 100 ლარით

მომავალი წლიდან ავტომობილები, ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. აღნიშნულს გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო კიდევ შემდეგ ჯერზე 300 ლარით დაჯარიმდება.

ეს წესი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი