ახალი სიმწვანეში ჩაფლული უბანი თბილისიდან 10 წუთის გზაზე

სამი მდინარის შესართავთან, უნიკალურ ლოკაციაზე უკვე დასასრულს უახლოვდება ელიტარული საცხოვრებელი უბნის მშენებლობა.

Surville Mtskheta - ევროპული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 47 ორსართულიან ვილას, 2 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიას, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს მოიცავს.

111-1720181422.jpg

იდეალური საცხოვრებელი გარემო, რომელშიც ერთად იგრძნობა ბუნებასთან სიახლოვე, სიმშვიდე, კომფორტი და უსაფრთხოება. კომპლექს მოემსახურება 24 საათიანი დაცვა და უსაფრთხოების კამერები.

მცხეთის სურვილის გამორჩეულობას განსაკუთრებით ხაზს უსვამ მისი განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მიმზიდველი მდებარეობა. საგურამოსა და მცხეთას შორის მდებარე ვილებიდან იშლება არაგვის ხეობის, ზედაზნის მთისა და ჯვრის მონასტრის ხედები. ჰავა არის გრილი, საგურამოსა და მცხეთასთან შედარებით. მდინარის ხეობაში მუდმივად არაგვის ნიავი ქრის.

3-1720180794.jpg

პროექტის იდეის ავტორები აცხადებენ, რომ სურვილი რაც ერთდროულად ეკოლოგიურად სუფთა და საცხოვრებლად კომფორტულ კონცეფციას გულისხმობდა სრულად დააკმაყოფილეს.

“საზოგადოებისთვის გვინდოდა შეგვეთავაზებინა ისეთი ადგილმდებარეობა, კლიმატური პირობები და მშენებლობის ხარისხი, რომელიც მთლიანად დაამტკიცებდა ამ პროექტის უპირატესობებს და გამოკვეთილი ლიდერი იქნებოდა ბაზარზე თავისი კონცეფციითა და ხარისხით.

პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. საზოგადოებას შევთავაზეთ უნიკალური პროექტი – მაღალი ხარისხის, დაცული ტერიტორიით, რეკრეაციაში ჩაფლული დაცული ევროპული ტიპის უბანი – არასტანდარტული ეზოებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი შესრულებულია ისეთი ტექნიკით, რომ ადვილად მოხდეს მისი დაკორექტირება, მაცხოვრებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ადგილის გარშემო მოწყობილია ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა გადასასვლელიც. მნიშვნელოვანია საავტომობილო მოძრაობა როგორც თბილისისკენ, ისე დასავლეთისკენ, ყაზბეგისკენ და აღმოსავლეთ საქართველოს შემოვლითი გზითაც.”

კომპლექსში უკვე დასრულებულია ყველა ვილის მშენებლობა. 5 განსხვავებული პროექტი მიმზიდველია, როგორც საცხოვრებლად ასევე სააგარაკედ.

Townhouse - 600 კვ.მ და მეტი ეზო, 190 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 3 საძინებელი, 2 საპარკინგე ადგილით ყველაზე პატარა საცხოვრებელი სახლია სურვილის კომპლექსში.

4-1720180962.png

Compact Villa - ეზოს ფართი 450 კვ.მ-დან, საცხოვრებელი ფართი - 221 კვ.მ, 3 საძინებელი, 2 საპარკინგე ადგილი.

5-1720181104.png

Grand Villa - ეზოს ფართი 532 კვ.მ-დან, საცხოვრებელი ფართი - 250 კვ.მ, 3 საძინებელი, 2 საპარკინგე ადგილი

6-1720181163.png

King Villa - ყველაზე დიდი ვილა კომპლექსში, ეზოს ფართი 592 კვ.მ-დან, საცხოვრებელი ფართი - 317 კვ.მ, 4 საძინებელი, 2 საპარკინგე ადგილი

7-1720181292.png

ამ ეტაპზე კომპლექსში ვილების მშენებლობა სრულად დასრულებულია, მიმდინარეობს კომუნიკაციების, გზების მოწყობის და ფასადური სამუშაოები. სამუშაოების სრულად დასრულება კი 2024 წლის სექტემბერში იგეგმება.

სიმწვანეში ჩაფლული საცხოვრებელი უბანი - Surville Mtskheta.

(R)