ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

1. ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები

2. მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი

3. სერვის +

4. სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები

5. აპარტოტელების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

6. დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

7. მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

8. სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია

9. სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები

10. სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

„გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

NS