რაზე მოახდენს გავლენას „ოფშორების კანონი“

2024 წლის II კვარტალში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. „ოფშორების კანონი“, რომელიც საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ აქტივებს ოფშორიდან საქართველოში გადმოიტანენ.

აღნიშნულ საკითხზე PMCG-იმ ეკონომისტები გამოჰკითხა, რაზეც მათი აზრი მნიშვნელოვნად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ კანონს არანაირი გავლენა არ ექნება (38%), სხვებმა კი კანონი ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად შეაფასეს (55%).

მათგან, ვინც კანონი ნეგატიურად შეაფასა, უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონს ყველაზე ნეგატიური გავლენა საქართველოს ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე ექნება.

უფრო კონკრეტულად, კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომისტების გამოკითხვას ეფუძნება, ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ფინანსური სისტემის რეპუტაცია - 44%
  • ფულის გათეთრების გაზრდილი რისკი - 39%
  • საქართველოსთვის სანქციების დაწესების რისკი - 30%
  • ფინანსური სტაბილობა - 27%
  • უცხოური ინვესტიციები - 27%
  • მარეგულირებელი გარემო - 27%

448978640-825476579229112-1246501738663591508-n-1720184325.png

ნინი ქეთელაური