მიმდინარე კვირას ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრზე მეტით გამყარდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

ლარმა მიმდინარე კვირა გამყარებით დაიწყო.

1-ელ ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 0.0085 ლარით შემცირდა და კურსმა 2.8016 ლარი შეადგინა. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.0032 ლარით გაუფასურდა და კურსი 3.0114 ლარი გახდა.

2 ივლისს ლარი გამყარდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7937 ლარი გახდა, ევროს ღირებულებამ კი 2.9937 ლარი შეადგინა.

3 ივლისს ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.7996 ლარი შეადგინა. ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და კურსი 3.0124 ლარი გახდა.

4 ივლისიდან ლარის კურსმა გამყარება განაგრძო და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ამჯერად კვირის ყველაზე კარგი მაჩვენებელი, 2.7860 ლარი შეადგინა. 1 ევროს ღირებულება კი 3.0089 ლარით განისაზღვრა.

სავაჭრო კვირის ბოლოს, 5 ივლისს ლარი მკვეთრად გამყარდა დოლართან მიმართებით. კურსის ცვლილებამ 0.0247 ლარი, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ კი 2.7613 ლარი შეადგინა. ლარი მკვეთრად გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. კურსი 0.0203 ლარით შეიცვალა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9886 ლარამდე დაიკლო.

მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0,0403 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0,0228 თეთრით გამყარდა.